მიტანა და დაბრუნება

მიწოდების პირობები

პროდუქტის მიწოდებას ulevi.ge ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძენა განხორციელდა ulevi.ge-ს ვებ-გვერდიდან და მომხმარებელმა აირჩია ნივთის მიტანის სერვისი.

ulevi.ge ვალდებულია პროდუქტი მოგაწოდოთ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც იქნება მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია ulevi.ge-ს ავტორიზებულ პირს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის საფუძველზე. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეკვეთის უნიკალური კოდის უსაფრთხოება. ulevi.ge არ არის პასუხისმგებელი შეკვეთის უნიკალური კოდის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით დამდგარ ნებისმიერ შედეგზე.


პროდუქტის მოტანის შემთხვევაში ulevi.ge-ს ავტორიზებული პირი წარმოგიდგენთ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც ხელმოწერით უნდა დადასტურდეს მიმღების მიერ. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე მიმღები ვალდებულია ვიზუალურად დაათვალიეროს პროდუქტი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია.


იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ მომხმარებლის მიერ, მომხმარებელი ვალდებულია მიმღებს განუმარტოს, რომ ulevi.ge-ს ავტორიზებული წარმომადგენლისთვის შეკვეთის უნიკალური კოდისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდება, აგრეთვე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას.

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია სამუშაო დღეებში.

მომხმარებლის მიერ ulevi.ge-ს ვებგვერდიდან 16:00 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება, თბილისის ტერიტორიაზე, განხორციელდება 2 სამუშაო დღეში, ხოლო 16:00 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქციის მიწოდება მოხდება 1 - 3 სამუშაო დღეში.

დიდსა და პატარა რეგიონებში, ulevi.ge-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 2 - 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 3 - 10 სამუშაო დღეში.

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით უფასოა 74 ლარის შეკვეთაზე და ზევით.


თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაუბრუნდება საწყობში და მის ხელმეორედ სასურველ მისამართზე მისატანად, დაემატება შესაბამისი მიწოდების საფასური.

დაბრუნების პირობები

ulevi.ge-ისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება. შესაბამისად, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შემოთავაზებული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და დააკმაყოფილოს თქვენი სურვილები. იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.

 

რა შემთხვევაში შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?

ulevi.ge -ს პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:

ulevi.ge - მ არ შეასრულა დანაპირები:

პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

პროდუქტი დაზიანებულია;

მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ulevi.ge -ს მხრიდან;

პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.

 

რამდენ დღეში შემიძლია ნივთის დაბრუნება?

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა პროდუქტის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ წერილობითი მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ulevi.ge

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე?

შეკვეთის მიღების შემდეგ უნდა მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: info@ulevi.ge თქვენი შეკვეთის ნომერი და დაბრუნების ან გადაცვლის მიზეზი

 

რა პროცედურა უნდა დავიცვა თანხის ანაზღაურებისთვის?

იმ შემთხვევაში თუ ანგარიშწორება გაქვთ არჩეული ადგილზე მიტანისას, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორებისას შეამოწმეთ შეკვეთა კურიერის მოსვლისას და იმ შემთხვევაში თუ შეკვეთილი პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს გადახდის გარეშე გამოატანეთ კურიერს უკან საწყობში, ამ შემთხვევაში თქვენი შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება

ონლაინ გადახდის შემთხვევაში: შეკვეთის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@ulevi.ge წერილის სათაურად მიუთითეთ „დაბრუნება“ და შეკვეთის ნომერი, წერილში მიუთითეთ დაბრუნების ან გადაცვლის მიზეზი.

თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში. საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი, აქსესუარები და სხვა. დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს ulevi.ge

რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება?

პროდუქციის დაბრუნების შესახებ უნდა მოგვწეროთ შეკვეთის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში.

პროდუქცია უნდა იყოს მიღებული საწყობში შესამოწმებლად შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 14 დღეში.

ulevi.ge -ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24-48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.

როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება?

ulevi.ge ნივთის უკან მიღების შემდეგ, 24-48 საათის განმავლობაში, შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას პროდუქტის ანაზღაურება/უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ ელ.ფოსტის მეშვეობით.

 

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთი დაგიბრუნდებათ უკან და მიტანის სერვის ხარჯს აანაზღაურებს მიმღები მომხმარებელი.

როგორ მოხდება დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება?

თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით გაფორმებულ შეკვეთაზე, მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა. თუ კონკრეტული პროდუქტის შეძენა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით ადგილზე მიტანისას, მომხმარებელმა თანხის დასაბრუნებლად უნდა გამოაგზავნოს საბანკო რეკვიზიტები ელ. ფოსტის მისამართზე: info@ulevi.ge

ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

ulevi.ge მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას აანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ulevi.ge-ს საწყობამდე.

 

მთავარ გვერდზე დაბრუნება