გადახდის პროდუქტების დეტალებზე
1 დან 5

Ulevi

სარეცხი მანქანის საწმენდი და სადეზინფექციო სითხე

სარეცხი მანქანის საწმენდი და სადეზინფექციო სითხე

Რეგულარული ფასი 24.90 GEL
Რეგულარული ფასი Გასაყიდი ფასი 24.90 GEL
ფასდაკლება გაყიდულია
გადასახადი შედის.

 

Wexór®-ის სარეცხი მანქანის საწმენდი და სადეზინფექციო სითხე ეფექტურად აშორებს ნადებს, აქრობს უსიამოვნო სუნს და აკეთებს დეზინფექციას. სპეციალური Anti Odor ფორმულის მეშვეობით, რომელიც სრულიად აქრობს უსიამოვნო სუნს.

მიეცით ახალი სიცოცხლე თქვენს სარეცხ მანქანას

ღრმა ჰიგიენა უსიამოვნო სუნის გამქრრობი ტექნოლოგიით

 

მოცულობა: 235 მლ.

 

☝️ გამოყენების წესი: 👇

ჩაასხით სითხის მთლიანი ბოთლი სარეცხი მანქანის უჯრაში, სადაც ასხამთ სარეცხ სითხეს ან ფხვნილს და ჩართეთ 60°C ტემპერატურის რეჟიმი წინასწარი რეცხვის გარეშე. გაიმეორეთ პროცედურა თვეში ერთხელ. 

 

🟡  ბიოდეგრადირებადი >90%
🟡  სუნის გამქრობი ფორმულა
🟡  არ ტარდება ტესტირება ცხოველებზე

 

შემადგენლობა: (Reg.CE 648/2004): <5%  არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ფოსფონატები, პარფუმი, ლიმონინი, ჰექსილ ცინამალი.

UFI: Q4Y0-M04Y-800A-U84J

გაფრთხილება: 
იწვევს კანის გაღიზიანებას. იწვევს თვალის სერიოზულ გაღიზიანებას. კოროზიულია სასუნთქი გზებისთვის. კარგად დაიბანეთ ხელები გამოყენების შემდეგ. გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანი/დამცავი ტანსაცმელი/თვალისა და სახის დამცავი. კანთან შეხების შემთხვევაში: კარგად ჩამოიბანეთ წყლით და საპნით. თვალში მოხვედრის შემთხვევაში: კარგად ჩამოიბანეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. თუ ლინზას ატარებთ, მოიხსენით და გააგრძელეთ წყლის გამოვლება. კანის გაღიზიანების ან გამონაყარის შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს. თუ თვალის გაღიზიანება გრძელდება, მიმართეთ ექიმს. ექიმთან კონსულტაციის შემთხვევაშითან თან იქონიეთ პროდუქტის კონტეინერი ან ეტიკეტი. პროდუქტის/შეფუთვის განადგურების შემთხვევაში დაიცავით ადგილობრივი და ეროვნული წესები. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

    Made in Italy

    ხშირი კითხვები

    რამდენად ხშირად უნდა გავწმინდო სარეცხი მანქანა?

    თვეში ერთხელ, ერთი ბოთლით. თუ მანქანას უკვე ძლიერი ნესტის ან ობის სუნი აქვს, პირველად ორი საწმენდი ციკლი ზედიზედ ჩაატარეთ, შემდეგ კი ყოველთვიურ რეჟიმზე გადადით.

    როგორ გამოვიყენო საწმენდი სითხე?

    დაცარიელეთ დოლი, ჩაასხით მთლიანი ბოთლი (235 მლ) სარეცხი საშუალების უჯრაში და ჩართეთ 60°C რეჟიმი წინასწარი რეცხვის გარეშე. არც ფხვნილი, არც სარეცხი. ეს არის მთელი პროცედურა.

    აქრობს ნესტისა და ობის სუნს?

    დიახ. სუნი მოდის სარეცხი საშუალების ნადებიდან და ბაქტერიებისგან, რომლებიც დოლში, უჯრაში და კარის რეზინის მიღმა გროვდება; Anti Odor ფორმულა ნადებს შლის და დეზინფექციას აკეთებს, ნაცვლად იმისა, რომ სუნი სუნამოთი დაფაროს. ხანგრძლივი შედეგისთვის რეზინის შემოსაზღვრაც გაწმინდეთ და რეცხვებს შორის კარი ღია დატოვეთ. ჩვენს სტატიაში დეტალურად ვხსნით, რატომ აქვს სარეცხ მანქანას სუნი.

    ძმარი ან ლიმონმჟავა არ იქნება საკმარისი?

    შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ იგივე არ არის. ძმარი და ლიმონმჟავა ნადებს (კირქვას) არბილებს, თუმცა ცხიმიან სარეცხი საშუალების ნარჩენსა და ბაქტერიებს, რაც სუნს რეალურად იწვევს, თითქმის ვერ უმკლავდება, ხოლო რეგულარული მჟავით რეცხვა რეზინას აბერებს. სპეციალური საწმენდი ნადებს, კირქვას და სუნს ერთ ციკლში აშორებს.

    ყველა სარეცხი მანქანისთვის უსაფრთხოა?

    განკუთვნილია ავტომატური სარეცხი მანქანებისთვის, ფრონტალური და ვერტიკალური ჩატვირთვის, ნებისმიერი ბრენდის. 90%-ზე მეტად ბიოდეგრადირებადია და არ ტესტირდება ცხოველებზე.

    რა ღირს და რამდენი გაწმენდა გამოდის?

    24.90 ₾ 235 მლ ბოთლი, რაც ერთი სრული გაწმენდაა. მიწოდება მთელ საქართველოში, 99 ₾-დან უფასოდ.

    სრული დეტალების ნახვა